ნათია თურნავას განცხადებით, 2 თვეში „აგარის შაქრის“ კომბინატი მუშაობას განაახლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „აგარის შაქრის“ ქარხანა ორ თვეში ფუნქციონირებას შეძლებს.

აღნიშნულის შესახებ ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ინვესტორები და კომპანიის ხელმძღვანელები მზად არიან ქარხნის განახლება დაიწყონ, რაც დამატებით 500 სამუშაო ადგილს ნიშნავს.

„ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი ადგილობრივი ბიზნესის აღორძინების, ადგილობრივი წარმოების აღორძინების და ეს არის „აგარის შაქრის“ კომბინანტი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი რესურსით და მხოლოდ ამ ერთი წარმოების მუშაობის განახლებით თითქმის, ნახევრამდე, 50%-მდე საკუთარი რესურსით უზრუნველვყოთ ჩვენი ბაზრის შაქარზე მოთხოვნილება. ჩვენ ვიმუშავეთ ინვესტორებთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მზად ვართ, დავიწყოთ განახლება, ამაზე მუშაობა ისე, რომ სულ ორიოდე თვეში ეს ქარხანა მწყობრში ჩადგეს და ყველაფერთან ერთად, ეს ნიშნავს 500-ზე მეტი დასაქმებულის პრობლემის გადაწყვეტას, რადგან ეს ადამიანები დასაქმდებიან, 500-ზე მეტი ოჯახი მიიღებს აქედან შემოსავლებს. უახლოეს დღეებში მე და ჩემი კლეგა, ლევან დავითაშვილი ვესტუმრებით საწარმოს, ადგილზე გავეცნობით, თუ როგორ წავა განახლების და რემონტის სამუშაოები“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ „აგარის შაქრის“ მსგავსი მაგალითები მრავლად იქნება.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს