კახა კალაძე - თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, ჩვენ გავაგრძელებთ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნეს სექტორს

„თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნეს სექტორს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც მიმართულია მოქალაქეების დახმარებისკენ, უპრობლემოდ ხორციელდება.

„ჩვენი ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი მიართულია იმ ადამიანების დასახმარებლად, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი თანადგომა. შესაბამისად, ყველა ეს პროგრამა და პროექტი ყოველგვარი პრობლემების გარეშე ხორციელდება და ვაგრძელებთ იმ ოჯახების და ადამიანების დახმარებას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს.

თქვენ იცით, რომ იჯარის გადახდისგან გავათავისუფლეთ ყველა ის კაფე-ბარი, რომელსაც კაფეების წინ აღებული ჰქონდათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიები და ყოველთვიურად უწევდათ გადასახადების გადახდა. ერთი წლის განმავლობაში გათავისფულებული არიან ამ გადასახადებისგან და ასევე, ყველა ის მოიჯარე, რომელსაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვს აღებული შენობა- ნაგებობა იქნება ეს თუ მიწა, სამი თვის განმავლობაში, ეს ბიზნესიც გათავისუფლებული იქნება გადასახადისგან. თუ დამატებით გაგრძელდება ეს ფორსმაჟორული მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეღავათებს და ხელს შევუწყობთ ბიზნესს სექტორს. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ კომუნალურ შეღავათებზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდის მხრიდან გაჟღერებული იქნა, როგორც ელექტროენერგიაზეა იქ საუბარი და გაზზე, ასევე ნარჩენების გადასახადისგან იქნებიან გათავისუფლებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც თბილისში ასევე სხვადასხვა რეგიონებში“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა