ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს შეუძლია სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით სოციალური დისტანცირება და პრევენცია 40%-მდე გაზარდოს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს შეუძლია სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ქვეყანაში სოციალური დისტანცირება და პრევენცია კორონავირუსთან მიმართებაში 40%-მდე გაზარდოს.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში სპეციალურ აპლიკაციასაც ჩართავს.

მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერი მოქალაქისთვის ნებაყოფილობითი იქნება.

„აღნიშნული აპლიკაცია გატესტილია რამდენიმე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ კორეაში აპლიკაციით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად იმართა კორონავირუსი, ვინაიდან იქ კონკრეტულად იყო გამოკვეთილი, ვინ იყვნენ საკონტაქტო პირები, რაც ადამიანებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავი აერიდებინათ სარისკო კონტაქტებისგან, ასევე დროულად დაეფიქსირებინათ და მიემართათ ექიმისთვის თუ აპლიკაცია უჩვენებდა მათ საეჭვო კონტაქტთან ახლო რადიუსთან ყოფნას. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც კოვიდთან ბრძოლას, ასევე გააგრძელებს აპლიკაციით. აპლიკაციაში ჩართვა და მისი გადმოტვირთვა, რა თქმა უნდა, იქნება ნებაყოფილობით.

მაგრამ ვინაიდან და რადგანაც კოვიდთან ბრძოლა დამოკიდებული და დამყარებულია ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ეს სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მაღალი, რადგან პასუხს ვაგებთ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე ჩვენს მშობლებზე და შვილებზე, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აპლიკაციაში საკუთარი ოჯახის წევრების და საკუთარ თავის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ჩვენი მოქალაქეების რა ნაწილს შეუძლია ჩაერთოს ამ აპლიკაციაში და შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების და პრევენციის გაზრდა 40%-მდე. ეს იქნება ძალიან ეფექტური შედეგის მომცემი იმისთვის, რომ აღვკვეთოთ კოვიდის გავრცელება საქართველოში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა