დიმიტრი მედოევი - საქართველო ცდილობს ეპიდემიის რეალური მასშტაბი დამალოს - ქართული სპეცსამსახურები ცდილობენ ჩვენთან ამ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ

ჩვენ ვუთანაგრძნობთ საქართველოს ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, მაგრამ ეს პირველ რიგში საქართველოს ხელსუფლების პრობლემაა, -ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

მისი თქმით, თბილისი კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ რეალურ ვითარებას მალავს.

„საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დამალოს ეპიდემიის რეალური მასშტაბი ქვეყანაში, ინფორმაცია დაადავადებულთა და გარდაცლილთა შესახებ“, -აღნიშნა მედოევმა.

მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთში“ ვითარება კონტროლქვეშაა. „სამხრეთ ოსეთში სიტუაციას ხელისუფლება მკაცრად და საიმედოდ აკონტროლებს. ყველა უწყება ზუსტად და აწყობილად მუშაობს. ყველა მცდელობა ქართული სპეცსამსახურების, რომ პრობლემის ექსპორტი მოახდინონ სამხრეთ ოსეთში განწირულია“,-დასძინა მედოევმა და აღნიშნა, რომ „ოსეთის ხელისუფლება არ დაუშვებს დაავადება ქვეყანაში საქართველოდან გავრცელდეს“.

მისივე ცნობებით, ამ დრომდე ცხინვალში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ