„თელასი“ მოსახლეობას მიმართავს

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ სს „თელასის“ ის აბონენტები, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვეში (მარტი, აპრილი, მაისი) არ აღემატება 200 კვტ/სთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, შეღავათები მოიცავს ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას. მათივე ცნობით, „თელასი“ არ განახორციელებს მთავრობის შეღავათით მოსარგებლე მომხმარებლების ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას. კომპანიის ინფორმაციით, თუ აბონენტმა უკვე დაფარა მარტის თვის გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება სააბონენტო ბარათზე შემდგომში ხარჯის დაფარვის მიზნით.

„კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით სს „თელასი“ SMS-შეტყობინების მეშვეობით ელექტრონულ ქვითრებს დააგზავნის. 6 აპრილიდან ქაღალდის ქვითრების ნაცვლად მომხმარებლები მიიღებენ SMS-შეტყობინებას, სადაც აისახება ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების დავალიანების ოდენობა და გადახდის ვადები. შეტყობინება ასევე მოიცავს ინფორმაციას მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას კილოვატსაათებში.

აბონენტების სატელეფონო ნომრების განახლების მიზნით სს „თელასი“ მოგმართავთ თხოვნით დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტრს ნომერზე: 2 77-99-99; დარეგისტრირდეთ კომპანიის ვებ გვერდზე: Telasi.ge; გააგზავნოთ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე: telasi@telasi.ge ან მობილური ტელეფონიდან ნომერზე 90033 - 222# და აბონენტის ნომერი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მოსახლეობის და კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად სს „თელასი“ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა