საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ-საქართველოს“ დაფინანსებით შექმნილი საწარმოს  „დოქტორ გუდსის“ სამედიცინო ტექსტილის პროდუქცია ეკონომიკის მინისტრმა  დაათვალიერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ საქართველოს“ ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის DR.GOODS-ის საწარმო დაათვალიერა და დეტალურად გაეცნო მის საქმიანობას.

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, ვითარებიდან გამომდინარე, საწარმოს პერსონალი სრულად ითვალისწინებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევას და თავის საქმიანობას მთლიანად კორონავირუსთან ბრძოლას უთმობს.

„ეს საწარმო გაიხსნა საპარტნიორო ფონდის „სტარტაპ-საქართველოს“ დაფინანსებით და საქართველოში ერთადერთია, რომელიც აწარმოებს სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ტექსტილს, ეს ყველაფერი კი არის ის ნაწარმი, რომელიც ესოდენ ესაჭიროება დღეს საქართველოს, ქართულ ბიზნეს და იმ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

"საპარტნიორო ფონდის" ცნობით, კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში პირველია, რომელმაც დაიწყო სამედიცინო ტექსტილის წარმოება და მომხმარებელს სტერილური და არასტერილური პროდუქტი შესთავაზა.

საწარმო სამედიცინო სექტორს აქამდე რამდენიმე პროდუქტით უზრუნველყოფდა. მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად საქართველოში მზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელმაც ამ მიმართულებით დაიწყო წარმოება, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე საწარმოს წარმადობა გაიზარდა და უფრო მრავალფეროვანიც გახდა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიამ პირველ ეტაპზე 15 ადამიანი დაასაქმა, თუმცა დღეს საწარმოში 70-ზე მეტი ადამიანი მუშაობს „სტარტაპ-საქართველოს “ ინვესტიცია პროექტში 100 000 ლარს შეადგენს.

„საპარტნიორო ფონდისა და „სტარტაპ-საქართველოს“ მიერ დაფინანსებული სტარტაპი-„დოქტორ გუდსი" - ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც ასეთ რთულ და კრიტიკულ პერიოდში აწარმოებს სამედიცინო ხალათებს და თავდაცვით კომბინიზონებს და აწვდის ბაზარს“,- აღნიშნა „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

"„სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 106 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 86 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია