გიორგი გახარიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, საკვირაო ბაზრობებსა და ხალხმრავალ თავშეყრასთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვები მკაცრად გაკონტროლდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი განიხილა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დაწესებული აკრძალვები საკვირაო ბაზრობებსა და ხალხმრავალ თავშეყრასთან დაკავშირებით.

„რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობის მეთაურისგან ასევე მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით. ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა