ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს - ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან

ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ამგვარად განმარტა ის ფაქტი, თუ რატომ თქვა ჟურნალისტებთან ხშირ კომუნიკაციაზე უარი.

„მე ვარ მომატებული რისკის პიროვნება. ამიტომ ვფრთხილობ მაქსიმალურად. ბევრი ხმა დადის, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებში?! მე არავისზე ნაწყენი არ ვარ. მე არ მახასიათებს ეს. მე არ ვჩნდები ფართოდ იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, რომ ყოველდღიურად მე შეხება მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან. ამიტომ რაც შეიძლება მეტად ეს ბრიფინგებიც იყოს ვირტუალური,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა