ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი ექიმების მცდელობა ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა წარუმატებელი და ამას ყველანი განვიცდით - მინდა გავამხნევო ექიმები!

ჩვენი ექიმების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც ძალიან სამწუხაროა და ამას ჩვენ ყველანი განვიცდით, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას.

ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ ვირუსთან ბრძოლაში ქართველი ექიმები გამარჯვებას მიაღწევენ.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ნამდვილად სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს, ეს გახლდათ ქალბატონი, რომელსაც მრავლობითი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა და კოვიდინფექციის ფონზე მას განუვითარდა ორმხრივი პნევმონია. ჩვენი ექიმების მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ამას ყველანი განვიცდით. ეს ქალბატონი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან და ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით მოკვლევებს იმისათვის, რომ გვქონდეს დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად ამ კლასტერში არის თუ არა კიდევ დამატებით ინფიცირებული. დღეის მდგომარეობით, 157 ინფიცირებული გვყავს, აქედან 28 გამოჯანმრთელებულია და ერთი გარდაცვალების ფაქტი გვაქვს. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში. მინდა გავამხნევო ისინი. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ ბრძოლაში ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს, რა შედეგებზეც ვართ ორიენტორებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე