ამირან გამყრელიძე - ბევრი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას - ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც არის

ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა აკრძალულია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, საეკლესიო დღესასწაულებზე როგორ უნდა ჩატარდეს წირვა-ლოცვა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

„საქართველოს საპატრიარქომ ამ პერიოდში ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, სადაც ძალიან ბევრი რეკომენდაცია იყო გათვალისწინებული, რომელსაც ჯანდაცვის სფერო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით. ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა. ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა აკრძალულია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის. ეკლესიის და ჩვენი ყველას ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი