ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას პნევმონია აქვს

კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, მას პნევმონია აქვს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცახადა.

როგორც ტურძელაძე განმარტავს, სპორტსმენი მათ საავადმყოფოში გუშინ, თბილისიდან შეიყვანეს. ამასთან, მისივე თქმით, პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა.

„მდგომარეობა მძიმე არ არის, საშუალო სიმძიმისაა, აქვს პნევმონია, ოღონდ მძიმე ფორმებში არა, საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისაა, დაბალი ტემპერატურა აქვს, მისი ჩივილი სულ ეს არის. სუნთქვის უკმარისობა მწვავედ გამოხატული არ არის და არც მაღალი ცხელება არ აქვს“, - განცხადა ტურძელაძემ.

კითხვაზე, დადგენილია თუ არა სპორტსმენის კონტაქტები და კლასტერი, ტურძელაძე პასუხობს, რომ ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადგენს.

„ამას ადგენს ამირან გამყრელიძის სამსახური, ჩვენ ყველა მონაცემს ვაწვდით მათ და ისინი ადგენენ ყველაფერს. ამ ადამიანმა არ იცის ვისგან დაავადდა, ჩვენ ასე გვითხრა“, - განაცხადა ტურძელაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა