„ჯიპიაი ჰოლდინგი” ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ანაზღაურებას გაუორმაგებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი” Covid- 19 -ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვება. როგორც „ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს, აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს. „ჯიპიაიში” აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების დახმარება და დაფასებაა, რომლებიც ვირუსის დასამარცხებლად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.

COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში, „ჯიპიაი ჰოლდინგმა” „მადლობის ფონდი” დააარსა, სადაც პირველ ეტაპზე 100 000 ლარი გადარიცხა. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებას კომპანია სწორედ ამ ფონდიდან დააფინანსებს. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, შესაძლოა კომპანიის შენატანი კიდევ გაიზარდოს. „ჯიპიაი ჰოლდინგი” ყველა თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას მადლობა უთხრას ექიმებს და „მადლობის ფონდში” დამატებით, მისთვის სასურველი თანხა გადარიცხოს. შესაბამისად, სამომავლო აქტივობა კომპანიისა და თანაშრომელთა ერთობლივი კონტრიბუციებიდან დაფინანსდება.

„ვირუსმა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩვენი ექიმების ხელშია, რომლებიც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის დაუღალავად იბრძვიან. „ჯიპიაიმ“ ეს ფონდი სწორედ მათთვის შექმნა. გვინდა მთელი კომპანიის სახელით მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენმა ექიმებმა უნდა იგრძნონ, რომ ამ ხანგრძლივ ბრძოლაში მათ გვერდით ვართ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტისა და გადარჩენილი სიცოცხლისათვის“, - აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე.

„თითქმის ერთი თვეა „ჯიპიაი ჰოლდინგი” covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს. კომპანიამ ოფიციალური შეზღუდვების დაწესებამდე იზრუნა თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, უმოკლეს დროში ააწყო დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სისტემა და უკვე მესამე კვირაა მისი 900-ვე თანამშრომელი უწყვეტ რეჟიმში, სახლიდან მუშაობს.

კომპანიამ გააფართოვა ციფრული სისტემები და დაზღვეულებს სრული სადაზღვევო სერვისი დისტანციურად შესთავაზა. „ჯიპიაის“ მომხმარებლები დისტანციურად ახერხებენ მიიღონ სამედიცინო და სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება, გაიარონ სატელეფონო კონსულტაცია პირად ექიმთან, პედიატრთან და ვიწრო სპეციალისტთან, 100%-ანი დაფინანსებით. დაზღვეულებს ონლაინ შეუძლიათ მოითხოვონ საგარანტიო წერილი და გადაიხადონ დაზღვევის პრემია.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს დაზღვევა ონლაინ ან გაიაროს სატელეფონო კონსულტაცია „ჯიპიაის“ წარმომადგენელთან და დისტანციურად გაიფორმოს პოლისი.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში კომპანიამ 120 000-ზე მეტი დისტანციური ოპერაცია განახორციელა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის