ღია საზოგადოების ფონდმა Covid- 19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად მთავრობისთვის რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა

ღია საზოგადოების ფონდმა, მთავრობისთვის რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც Covid- 19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას გულისხმობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღია საზოგადოების ფონდიდან აცნობეს, წარმოდგენილი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ კრიზისული პერიოდის მართვას და მათში არ არის საუბარი ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების სისტემის ძირეულ ცვლილებაზე, რაც გაცილებით მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

მათივე ცნობით, პანდემიის პირობებში მთავარი პრინციპი ისეთი ზომების მიღებაა, რომელთა განხორციელება სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები ადმინისტრაციული ხარჯით შეიძლება მოხდეს.

„COVID 19-ით გამოწვეული კრიზისი და ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილის შეჩერება უარყოფითად აისახება შრომის ბაზარზე. თუმცა, პანდემიის უარყოფითი გავლენა ყველა მშრომელზე თანაბრად არ ვრცელდება და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის ანალიზი თუ დასაქმებულთა რომელი ჯგუფები არიან ყველაზე მოწყვლადი მოცემულ სიტუაციაში.

მთავრობისთვის შეთავაზებული პოლიტიკის დოკუმენტი საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს შრომის ბაზრის თავისებურებების გათვალისწინების საფუძველზე მომზადდა.

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორები არიან: ვახტანგ ნაცვლიშვილი- ღია საზოგადოების ფონდის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის წარმომადგენელი, იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2019-2020 წლებში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მუშაობდა შრომის კანონმდებლობის ფუნდამენტურ სარეფორმო წინადადებაზე.

ანა დიაკონიძე არის შრომისა და დასაქმების პოლიტიკის მკვლევარი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან არის ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტი შრომისა და დასაქმების საკითხებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე