ჩეხეთის პრეზიდენტი - პანდემიამ ცხადყო, რომ ევროკავშირს შეთანხმებული გეგმა არ აქვს

ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის განცხადებით, კორონავირუსმა ცხადყო, რომ ევროკავშირს შეთანხმებული მოქმედების შესაძლებლობა არ აქვს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„პანდემია დაასუსტებს ევროკავშირს. მან ცხადყო ევროკავშირის კოორდინაციულად მოქმედების უუნარობა“, - განაცხადა ზემანმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მმართველმა ორგანოებმა უკიდურესად გვიან მოახდინეს რეაგირება კორონავირუსის საფრთხეზე. პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს შემადგენელი საზოგადოება ეფექტური აღმოჩნდა. მისივე თქმით, ეროვნული სახელმწიფოების დონეზე მიღებული იყო პრინციპული გადაწყვეტილებები მკაცრი შემზღუდავი ზომების შემოღებით, მათ შორის, საზღვრების დახურვა.

„სამწუხაროდ, ევროკავშირს არ აქვს, მაგალითად, არავითარი გეგმა პანდემიასთან საბრძოლველად. საჭიროა, მისი შექმნა“, - განაცხადა მილოშ ზემანმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა