იტალიაში კორონავირუსით დღე-ღამის მანძილზე 525 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 525 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის მანძილზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 4 316 შეადგინა. ახალი მონაცემები worldometers-ზეა გამოქვეყნებული.

ამავე ვებ-გვერდის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 887-ს შეადგენს. დაინფიცირებულთა რიცხვი 128 948-ს აღწევს.

კორონავირუსისგან იტალიაში 21 815 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების მონაცემებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი იკლებს.

იხილეთ ვიდეო: იტალიაში კორონავირუსით დღე-ღამის მანძილზე 525 ადამიანი დაიღუპა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა