აშშ-ის ჯანდაცვის ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომავალი კვირა ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება

აშშ-ის ჯანდაცვის ხელმძღვანელი მოსახლეობას უმძიმესი კვირის შესახებ აფრთხილებს. მისი თქმით, მომავალი კვირა ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება. „ეს ჩვენთვის პერლ ჰარბორის და 11 სექტემბრის მომენტი იქნება. მისი ლოკალიზება ვერ მოხდება. ეს ბევრი ამერიკელისთვის ცხოვრების ურთულესი პერიოდი იქნება“,-აცხადებს ჯერომი ადამსი.

განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად სირთულეებისა ქვეყანა ამ პანდემიას გადაიტანს. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამერიკა გადაიტანს ამ საშინელ პანდემიას. ჩვენი მეომრები ამ ომში არაჩვეულებრივი ექიმები და ექთნები არიან, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძვიან“,- განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 336 830 დადასტურებული შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ქვეყანაში 9618 ადამიანი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა