რუსთავში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი, ექთანი, მძღოლი, ასევე რუსთავის კლინიკის ექიმი და ექთანი თვითიზოლაციაში იმყოფებიან

რუსთავში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი, ექთანი და მძღოლი, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, თვითიზოლაციაში იმყოფებიან ასევე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი და ექთანი, რომელთაც ამავე პაციენტთან კლინიკაში ჰქონდათ კონტაქტი.

ამ დროისათვის, ხუთივე პირი თვითიზოლაციაში ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და დაავადებისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომები არ აღენიშნებათ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა