ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს ელექტრონულ პორტალზე Zoom-ით სარგებლობის განახლებულ ინსტრუქციას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების განახლებულ ვიდეოინსტრუქციას სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, განახლებული ვიდეოინსტრუქციის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ ვიდეოკონფერენციების აპლიკაციის კომპანია Zoom-მა, უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების მიზნით, ვირტუალურ სალექციო ოთახში შესვლის წესები შეცვალა. „Zoom-ის სისტემაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი პრობლემის გამო, ბოლო რამდენიმე დღეა Zoom-ის აპლიკაციით სარგებლობა მსოფლიოს მასშტაბით 200 მლნ მომხმარებელმა ვერ შეძლო.

გარდა ამისა, დაფიქსირდა ე.წ. zoombombing-ის მრავალი შემთხვევაც. აღნიშნული პროცესების გამო, ფუნქციონირებაში შეფერხება შეექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმასაც www.elearning.gtu.ge, რომელიც ელექტრონული სწავლების პროცესში, BBB-ის აპლიკაციასთან ერთად, Zoom-ის აპლიკაციასაც იყენებს. საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ორი დღის განმავლობაში შეუძლებელი გახდა Zoom-აპლიკაციის მეშვეობით ონლაინ ლექციებში სტუდენტების ჩართვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების განახლებული ვიდეოინსტრუქცია განთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gtu.ge, ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე www.elearning.gtu.ge და youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა