„თიბისი“ შექმნილ ვითარებაში ყველა თანამშრომელს შეინარჩუნებს

„თიბისის“ გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან” აცნობეს, გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს.

მათივე ინფორმაციით, „თიბისის“ მენეჯმენტი მიმდინარე წელს უარს ამბობს საბონუსე კომპენსაციაზე, რაც როგორც წესი, ანაზღაურების 70%ია.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოს შენარჩუნება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის და მათი ოჯახებისთვის. „თიბისის“ კულტურა სწორედ ურთიერთმხარდაჭერის და გვერდში დგომის ფასეულობებზე დგას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც ერთ თანამშრომელს არ გავათავისუფლებთ კრიზისის მიზეზით 2020 წლის განმავლობაში და მაქსიმალურად შევეცდებით, გავუმარტივოთ მათ ცხოვრება ამ რთულ პერიოდში. ამასთან გადავწყვიტეთ, რომ მენეჯმენტი წელს არ აიღებს საბონუსე კომპენსაციებს, რაც წლიური ანაზღაურების 70 %. ჩვენ დიდი ხანია ვახორციელებთ კომპანიის უპრეცედენტო ციფრულ ტრანსფორმაციას, ეს ჩვენი სტრატეგიაა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა შექმნილმა რეალობამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო მოქნილები და ძლიერები გამოვალთ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდება სამომავლოდ ჩვენი მისიის შესასრულებლად”, - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა მაქსიმალურად მოკლე დროში კომპანიის თანამშრომლების დისტანციურ და ციფრულ მოდელზე ეფექტიანად გადაყვანის გზით, ასევე, მენეჯმენტის მიერ წლიური ბონუსების დათმობის ხარჯზე. „თიბისი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად მყარი დამსაქმებელი კომპანიაა და ჯამში 7000-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანიისთვის პრიორიტეტულია, გუნდი წევრებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობისა და ფიზიკური თუ ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა და შენარჩუნება”, - ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა