ლევან რატიანი - კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის განყოფილებაში 6 პაციენტი მკურნალობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კრიტიკულ მდგომარეობაში კვლავ 6 პაციენტი რჩება.

ამასთან, რატიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში 62 წლის ქალის პასუხი კორონავირუსზე კვლავ უარყოფითი იქნება, ის კლინიკას დატოვებს.

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 64 პაციენტი, მათგან 51 არის კორონავირუსით ინფიცირებული. იცით, რომ დღეს ორმა პაციენტმა კლინიკა დატოვა. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის განყოფილებაში 6 პაციენტი მკურნალობს.

ჩვენი პირველი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ქალბატონი, რომელიც 62 წლის იყო, დღეს გაიგზავნა განმეორებით ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე და თუ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ალბათ, ამ დღეებში კლინიკიდან გაეწერება“, - აცხადებს რატიანი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს