ნიკოლ ფაშინიანმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მისმა მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მისმა მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში დაუშვა. მისი თქმით, იყო შეცდომები, მაგრამ არა ძალიან მძიმე.

„ხანდახან ვფიქრობ, რომ მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იტალიიდან ფრენები ცოტა უფრო ადრე არ აკრძალა, თუმცა შემდეგ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ჩამოვიდნენ და გახდნენ მიზეზი ვირუსის სწრაფი გავრცელების, შესაძლოა, სხვა რეისებით ჩამოსულიყვნენ ვენის ან ათენის გავლით. როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია, რომ შესაძლოა ამას აზრი არც ჰქონოდა“,-აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომები ძალიან მძიმე არ იყო და ამას დრო აჩვენებს.

სომხეთში, ამ დროისთვის კორონავირუსის 853 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო დღეებში ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა