მოძრაობამ „შენმოქმედი“ აქცია „ცხელი ყავა ცხელი ხაზის თანამშრომლებს“ გამართა

„ცხელი ყავა ცხელი ხაზის თანამშრომლებს“ – ამ აქციით გამოეხმაურა სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ მსოფლიოს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის -15 05-ის თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, აქციაში სამოქალაქო მოძრაობის „შენმოქმედის“ ინიციატივის დამფუძნებლების "სექტორი 3"-ისა და ფონდი "პროდემოსის" მოხალისეები მონაწილეობდნენ.

„დღეს, როცა მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ჩვენი მიზანი მადლიერებისა და მხარდაჭერის გამოხატვაა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის თანამშრომლებისადმი, რომლებიც Covid 19–ის მიერ წარმოქმნილი გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მზად არიან უპასუხონ ჩვენს ზარებს და დაგვაკვალიანონ“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მოხალისეების თქმით, აღნიშნული აქციით სურთ, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებს საერთაშორისო დღე მიულოცონ. „გვსურს, ასევე ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე მივულოცოთ ექიმებს, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებსა და ზოგადად, თითოეულ ადამიანს, ვინც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმეს და სხვადასხვა გზით ცდილობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნავენ „შენმოქმედის“ მოხალისეები.

მათივე ინფორმაციით, სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივა „შენმოქმედი“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომელსაც სჯერა, რომ გლობალურ საფრთხესთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის, ყველა სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი. „მადლიერების ტაშის“ შემდეგ, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, „შენმოქმედი“ 4 ახალი ქმედითი ინიციატივით გამოდის, რომელში ჩართვა შეუძლია ყველას, როგორც მოქალაქეს, ისე ორგანიზაციას, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე მედიას - ფინანსური, მატერიალური, ადამიანური თუ ინტელექტუალური რესურსით.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს