ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი მზადყოფნა, რომ დავეხმაროთ აფხაზეთში მოსახლეობას, ძალაშია

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ შემთხვევის მართვა დადგენილი პროტოკოლის დაცვით მოხერხდება.

მისივე თქმით, სახელმწიფო მზად არის, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას.

„ის, რომ შემთხვევა დადასტურდა აფხაზეთის რეგიონში, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი. ცხადია, როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ამის ალბათობა არსებობს და არსებობს იმის ალბათობაც, რომ იყოს სხვა შემთხვევებიც. რა თქმა უნდა, ჩვენი მზაობაც ძალაშია და მოქმედებები, რომელსაც ვატარებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ დავეხმაროთ იქ მოსახლეობას. ასევე, მე იმედი მაქვს, რომ ადგილზე მოხერხდება ყველა იმ პროტოკოლის დაცვა, რითაც ასეთ შემთხვევებში ცდილობენ, რომ შეაკავონ უკვე გავრცელება, დაადგინონ კლასტერი, კონტაქტები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს