ამირან გამყრელიძე - ამ სახის შედარებითი ანალიზი, რომ საქართველო თურმე ბოლო ადგილზეა  ტესტების ჩატარების რაოდენობით, არ არის ბატონებო სწორი!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შედარებითი ანალიზი, რომ საქართველო სხვა ქვეყნებს ჩატარებული ტესტების რაოდენობით ჩამოუვარდება, სწორი არ არის. შესაბამის საკითხზე გამყრელიძემ სოციალურ ქსელში, ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

„რაც შეეხება თუ ვის რამდენი ტესტი აქვს ჩატარებული: სხვადასხვა მედიასაშუალებაში იყო გადაცემები, რომ საქართველო ბოლო ადგილზეა თურმე და ა.შ. არ არის ბატონებო ეს სწორი. ამ სახის შედარებითი ანალიზი არ არის სწორი. გეუბნებით კიდევ ერთხელ, როცა ჩვენ ვედრებით გერმანიას, ან გაერთიანებულ სამეფოს, ან შეერთებულ შტატებს ან არ მინდა ახლა დავასახელო ჩვენს ირგვლივ მყოფი ზოგიერთი ქვეყანა... არ არის ეს შედარებები, რაც გამოქვეყნდა PCR ტექნოლოგიებზე დამყარებული ანუ იქ არის ძირითადად გამოკვლეული ადამიანები სწრაფი, ანტიგენზე ან უფრო ხშირად ანტისხეულებზე დამყარებული ტესტებით. თუ ვინმეს კიდევ სურს ამ საკითხზე დისკუსია, მთავარი ჩვენთვის არის, რომ არ იყოს ადამიანი ქვეყანაში, ვისაც ჩვენი ალგორითმით ტესტის ჩატარება სჭირდება და მას ტესტი არ ჩაუტარდეს. აქამდე ასეთი არ ყოფილა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი