რელიგიის საკითხთა სააგენტო შიიტ მუსლიმებს დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტ მუსლიმებს დღესასწაულს ულოცავს. იმამ მეჰდის დაბადების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულის შესახებ სააგენტო მილოცვის წერილს ავრცელებს.

„დღეს შიიტი მუსლიმები იმამ მეჰდის დაბადების დღეს აღნიშნავენ. იმამ მეჰდი ასევე ცნობილი, როგორც იმამ ზამანი, თორმეტ იმამთაგან ბოლო იმამი, გამორჩეულია მისი ესქატოლოგიური მოძღვრებებითა და მოღვაწეობით.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტ მოსახლეობას დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - აცხადებენ სააგენტოში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს