ფოთის საგუშაგოებზე თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” უწყებიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ.

„მხოლოდ ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი, სამხედრო ექიმები მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ამუშავებენ, მის კონტაქტებს არკვევენ და ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუყოვნებლივ აწვდიან.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი შსს წარმომადგენლებთან ერთად მდინარე რიონთან და მალთაყვასთან გადაადგილების კონტროლის ორ პუნქტზეა მობილიზებული. სამხედროებსა და სამართალდამცავებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კონტროლი და სპეციალური ხსნარებით დეზინფექციის ჩატარება, ასევე მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმება”, - აღნიშნავენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო: ფოთის საგუშაგოებზე თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე