სახალხო დამცველი - პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

„საქართველოს სახალხო დამცველი გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პრიორიტეტად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მომხდარ შემთხვევებზე დაცული, დროული და ეფექტიანი რეაგირების განხორციელებას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას. მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში. ამ ეტაპზე, თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინე ზონად, სადაც მსხვერპლები განთავსდებიან თავშესაფრებში გადანაწილებამდე 2 კვირით, ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის, მათ შორის, მიმართვიანობის გაზრდილი რისკების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს: მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ძალადობის მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ არსებულ დაცვისა და დახმარების ინფორმაციასა და სერვისებზე (ცხელი ხაზი, 112 აპლიკაცია) ონლაინ, მათ შორის უმცირესობების ენებზეც. სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად იქნეს შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოძალადის განრიდების მექანიზმი. თავშესაფრებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ იქნას იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს შეცვლილი ეკონომიკური რეალობის პირობებში. სახალხო დამცველი აგრძელებს საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში ქალთა და ოჯახში ძალადობის კუთხით შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების აღსრულების მონიტორინგს. თქვენი უფლებების დარღვევების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე 1481; აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციისთვის დაურეკეთ ჩვენ თანამშრომელს მურად გუსეინოვს ნომერზე - 591 70 10 73, ხოლო სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის დაუკავშირდით ანდრანიკ ბაღდასარიანს ნომერზე - 595 80 78 44”,-აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა