ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებში დადებითი დინამიკა შეინიშნება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუჯემ ევროპაში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე ონლაინ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, გარკვეულ ქვეყნებში ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, თუმცა აღნიშნული ქვეყნები კარანტინის მოხსნის საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. მისივე თქმით, დადებითი დინამიკა შეინიშნება ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ესპანეთი, იტალია, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჰოლანდია და დანია.

კლუჯემ გარდაცვლილთა სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ვირუსის გავრცელება ნაკლებია 15 წლამდე ბავშვებში, ხოლო ინფექცია განსაკუთრებით საშიში 60 წლის ასაკის ზევით პაციენტებშია.

„დაავადების ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ხანშიშესული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რომელთაც თანხმლები დაავადებებიც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, დაახლოებით ინფიცირებულების 40%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო, ხოლო 5%-ს ინტენსიური მკურნალობის განყოფილებები ესაჭიროება. მათ შორის ვინც დაიღუპა, ორი მესამედი მამაკაცია. გარდაცვლილთა 95% 60 წელს აღემატება. მათ უმეტესობას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები 66%-ში, დიაბეტი -29%-ში და თირკმლის პრობლემები 16%”, - აღნიშნა კლუჯემ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებში დადებითი დინამიკა შეინიშნება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა