მამუკა მდინარაძე - გიორგი ჭიღვარიას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო და ამ სურვილის რეალიზაცია მოხდა დღეს

გიორგი ჭიღვარიას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებას. მდინარაძემ მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდის ღირსეული წევრია.

„გიორგი ჭიღვარია არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო, სადაც ის ადრე იყო. ამ სურვილის რეალიზაცია მოხდა დღეს და ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მას მხოლოდ და მხოლოდ მადლობას გადავუხდი და შემდგომ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ჭიღვარიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქუთაისის მერის თანამდებობას ტოვებს. მანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდანაც მიდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა