ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა.​

მან გიორგი გახარიას ტვიტი გააზიარა, სადაც გახარია მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით წერს.

"მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის",-წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიაციის დირექტორი.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი გახარიამ დაწერა: "დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. მინდა ქართველ ხალხსა და მსოფლიოს ვუსურვო სიმტკიცე, იმედი და ჯანმრთელობა. ჩვენ უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ ექიმების, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისა და ყველა პროფესიონალის მიმართ, რომლებიც გმირულად ებრძვიან უხილავ მტერს",-წერდა გახარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა