რიში სუნაკი - ბორის ჯონსონი საწოლში წამოჯდა და ექიმებს გაესაუბრა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ის კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

როგორც ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, ბორის ჯონსონი დღეს წამოჯდა და ისე გაესაუბრა ექიმებს.

”ის საწოლში იჯდა და ესაუბრებოდა კლინიკურ გუნდს”, - განაცხადა სუნაკმა. ”პრემიერ-მინისტრის ამბავი გვახსენებს, თუ რამდენად განურჩეველია ეს ვირუსი”, - დასძინა მან.

ცნობისთვის ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, კლინიკაში 5 აპრილს შეიყვანეს. მეორე დღეს კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა