საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი მთავრობას, მრევლს და სამღვდელოებას რეკომენდაციებით მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ვილი პაჭკორია მთავრობას, მრევლს და სამღვდელოებას მიმართავს და რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ასოციაციიდან აცნობეს, ვილი პაჭკორია მრევლს ურჩევს, დარჩეს სახლში, ხოლო სამღვდელობას დისტანციის დაცვისა და ყოველი ინდივიდის ზიარების შემდეგ კოვზის დეზინფექციის რეკომენდაციას აძლევს. ის ასევე, მიიჩნევს, რომ ინვაზირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი სამედიცინო პერსონალის ვირუსზე სისტემატიური ტესტირებაა საჭირო.

„კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 24 მარტს მასმედიის საშუალებით გამოქვეყნდა საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიმართვა-რეკომენდაციები, რომელთა უმეტესი ნაწილი დროულად იქნა გათვალისწინებული, მაგრამ კვლავ რჩება რამდენიმე აქტუალური საკითხი რომელზედაც გვმართებს ყურადღების გამახვილება, კერძოდ: სასურველია მრევლმა გაიაზროს ვირუსის გავრცელების საშიშროება და შედეგები. კონტაქტიოზური ინვაზიის შემცირების მიზნით რეკომენდებულია მოერიდოთ მასობრივ თავშეყრას და ლოცვები აღასრულეთ ინდივიდუალურად სახლის პირობებში; სასურველია მღვდელმთავრებმა ზიარებისას მკაცრად დაიცვათ დისტანციის პრინციპი, ამავედროს ზიარების პროცესში სტიქაროსნებმა და ღვდელმსახურებმა, მათ ვინც პირისპირ იმყოფებით კონტაქტში მრევლთან, რეკომენდებულია გამოიყენოთ პირბადე. ყველა ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანს სისხლხორცამდე სწამს წმინდა ზიარების საიდუმლოება - სამკურნებლად სულისა და ხორცისა, რომელიც თავისთავად არასდროს ავნებს - არამედ არგებს ადამიანს, მაგრამ ვირუსის გავრცელების წყარო შესაძლებელია გახდეს პირის ღრუს ლორწოვანით დაბინძურებული მეტალის კოვზი, ამიტომ რეკომენდებულია ყოველი ინდივიდის ზიარების შემდეგ კოვზი გაიწმინდოს 96%-იანი სამედიცინო სპირტით გაჟღენთილი ნაჭრით, რაც მაღალი ალბათობით გამორიცხავს კონტაქტიოზურ ინვაზიას. სკრინინგის და პრევენციის მიზნით რეკომენდებულია სისტემატიურად ჩატარდეს ინვაზირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი სამედიცინო პერსონალის ვირუსზე ტესტირება.

ვირუსთან ბრძოლის პროცესში შეუძლებელია სამედიცინო პერსონალის 24 საათინი დაძაბული, სტრესული და გაუსაძლისი შრომის შეფასება, ამავე დროს დღევანდელი ეკონომიური მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მათ, შესრულებული სამუშაოსთვის მიეცეთ პრემია-დანამატები, მაგრამ რეკომენდებულია მთავრობის გადაწყვეტილებით გარკვეული პერიოდით სამედიცინო პერსონალი განთავისუფლდეს საშემოსავლო ბეგარისაგან, რაც თავისთავად გახდება გარკვეული კომპენსაციის ტოლფასი,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა