StopCoV ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
განახლებამდე, ბოლო მონაცემებით, ფონდში ჩარიცხული თანხის ოდენობა 24 მილიონ 200 ათასი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფონდში ჩარიცხული თანხა დაახლოებით 100 მილიონი ლარით არის გაზრდილი.