მაიკ პენსის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რთულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწევს პასუხი გასცეს რთულ შეკითხვებს.

„დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, რომელსაც ანგარიშვალდებულების სჯერა და ამერიკელი გადამხდელები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მილიონობით დოლარს უხდიან. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მეც ეჭვი მეპარება, რომ ასე გავაგრძელებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას რთულ შეკითხვებს არ დავუსვამთ, თუ რატომ შეცდა ასე“, - აღნიშნა პენსიმ.

ცნობისთვის, სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჩინეთისადმი მიკერძოებული უწოდა და დაემუქრა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა. საპასუხოდ, ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ამერიკის ლიდერს მოუწოდა საკითხის პოლიტიზირება „კარანტინში“ მოეთავსებინა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის