ამირან გამყრელიძე - საქართველოში წარმოებული პირბადეები მრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საქართველოში წარმოებული პირბადეებისადმი საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დამზადებული პირბადის მრავალჯერადად გამოყენება შეიძლება.

მეტიც, როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, მოქალაქეებს მისი გარეცხვა და გაუთოებაც შეუძლიათ.

„ასეთი სახის პირბადეები არის საყოფაცხოვრებო ხმარებისთვის, მრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება. ხოლო, თუ სამედიცინო მიზნით ვიყენებთ, ის ერთჯერადია და გამოყენების შემდეგ უნდა გადავაგდოთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების პირბადეების სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საწყის ეტაპზე, 400 000 ერთეული პირბადე გაიყიდება.

დედაქალაქის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმ მუნიციპალიტეტების მომარაგება, სადაც საგანგებო მდგომარეობის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით სრულდება.

10 აპრილიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხ მსხვილ სააფთიაქო ქსელში (ავერსი, პეესპე, ფარმადეპო, ჯიპისი) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის ფასი 50 თეთრია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა