საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სტამბოლში კორონავირუსი დაუდგინდა, სამშობლოში დღეს დააბრუნებენ

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევით, COVID-19-ით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში დააბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეს დღეს, რეანომობილით ჩამოიყვანენ.

"დღეს, ქ. სტამბოლიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სტამბოლში კორონავირუსი დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, სამშობლოში ბრუნდება.

მოქალაქის სტამბოლიდან გამომგზავრება რეანომობილით მოხდება და საქართველოში ის შესაბამის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს