მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ მღვდელს აღენიშნება, თუმცა მათი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფის განმარტებით, რისკის ქვეშ მოსკოვის 6 ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. მათ ყურადღების გამოჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.

შეგახსნებთ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა მრველს არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. გუშინ კი რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულს უწოდებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სააღდგომო დღეებში სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შესახებ, რაც კოვიდ-19 ინფექციასთან არის დაკავშირებული. მისი აზრით, ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს დაიცავს ინფექციისგან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს