თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი მოათავსეს, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლია მოთავსებული, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მდგომარეობა სტაბილურია და „ალბათ, მალე გამოჯანმრთელდებიან“.

“მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. უკვე დაავადების დაახლოებით მე-9 თუ მე-10 დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ იქნება ხოლმე დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყება ხოლმე გამოჯანმრთელება და ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია ამ ეტაპზე. მათი მდგომარეობა ალბათ, დარჩება სტაბილური“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი მოათავსეს, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა