ნათია თურნავა - ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორი ეკონომიკური რეფორმების წყალობით, ქვეყანამ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პრობლემებს ძლიერი პასუხი გასცა.

თურნავას თქმით, საქართველოს წინა წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო პარტნიორებს აძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყანა ეფექტურად გადალახავს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს.

„საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლების მანძილზე, გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურულ-ეკონომიკური რეფორმები, რისი წყალობითაც ჩვენი ეკონომიკა უფრო ძლიერად შეხვდა ამ კრიზისს და საკმაოდ ძლიერი პასუხიც გასცა კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ წინა წელს გვქონდა მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი ზრდა 5.2%-ი. ეს დადებითი ტენდენცია გრძელდებოდა წლევანდელი წლის იანვარშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე გლობალურ ბაზარზე მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი და კორონავირუსის პანდემია პრაქტიკულად უკვე იყო. ეს გვაძლევს ჩვენ იმედს და ასევე აძლევს იმედს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს ეფექტურად გადალახოს ის ეკონომიკური სირთულეები, რაც გარდაუვალად მოყვება კორონავირუსს. ჩვენ ეს რესურსი დავაგროვეთ, ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების წყალობით და ჩვენ ახლა, ამაზე დაყრდნობით, ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა