დაბადება-გარდაცვალებასთან, ასევე აპოსტილთან დაკავშირებული ყველა სერვისი განახლდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრმა პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა განაახლა. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ ეს დოკუმენტი, 70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებელია სამინისტროს შესაბამისად აღჭურვილი თანამშრომელი ბინაზე მოემსახუროს, ხოლო სხვა ასაკობრივი კატეგორიის პირებთან დაკავშირებით, მოხდება ცხელი ხაზის მეშვეობით სპეციალურად მათთვის შეხვედრის დანიშვნა.

"ცხელ ხაზზე ან ვებ-გვერდზე შეგიძლიათ სხვადასხვა თავისებურებებს გაეცნოთ როგორ გაიცემა ეს სერვისები. როცა მოქალაქეები შეთანხმებულ დროს კონკრეტულ მისამართზე მივლენ, ეს მოხდება ისე, რომ მათ სხვა მოქალაქეებთან შეხება ამ მომსახურების მიღებისას არ ექნებათ. ასევე, დღეს დილით განახლა აპოსტილის და დაბადება - გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი.

რაც შეეხება საჯარო რეესტრს, რომელიც ქონებრივ უფლებებთანაა დაკავშირებული, გუშინ სრულად ონლაინ განახლდა ამ რეესტრის საქმიანობა. აქაც უკიდურეს შემთხვევაში თუ მოქალაქის ნახვა და იდენტიფიცირებაა საჭირო, ნამდვილად საკუთარ ქონებას ასხვისებს თუ არა, ასეთ შემთხვევაში მოხდება შეხვედრის დაჯავშნა, ჩანიშვნა და შესაბამის მისამართზე გამოცხადება. გუშინ ციფრებმა აჩვენა, რომ ბევრმა მოქალაქემ გაიგო ამის შესახებ და მოგვმართა, "- განაცხადა წულუკიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა