სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება. მისი თქმით, მიუხედავად დინამიკის შემცირებისა, ვირუსის წყაროები ხშირად იდენტიფიცირებული არ არის.

„როცა ჩვენ გვქონდა 50 შემთხვევა დღეში, ყველა ერთი წყაროდან იყო. ახლა კი დღიურად 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს და უმეტესობის წყარო იდენტიფიცრებული არ არის. შესაბამისად, ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ ხდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მას მივყვეთ და ტესტები ავიღოთ, იზოლირება მოვახდინოთ ინფიცირებულების და ვუმკურნალოთ“, - აღნიშნა არსენ ტოროსიანმა.

ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსის 937 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა