თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა

თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ წევრი გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს ანიჭებს უფლებას, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს.

მათი ინფორმაციით, ბარათის საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლებით ისარგებლონ. ბარათის მფლობელები ფასდაკლებას მიიღებენ შემდეგი მიმართულებებით: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვ.

„ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაცია“ 1987 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე, ასოციაცია ევროპის 36 ქვეყანაში 40 ორგანიზაციას აერთიანებს და გაცემული აქვს 6 მილიონი ბარათი. ბარათის მთავარი მიზანი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებით, ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერაა.

საქართველო ასოციაციის 37-ე ქვეყანა გახდა და მას ორგანიზაციაში თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების (EuropeanYouthCardAssociation) სახით, თბილისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, რომელსაც ბარათის გაცემის ექსკლუზიური უფლება გააჩნია.

საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ბართის გაცემა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება“, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის