„ელექტრონული კომერციის ასოციაციის“ წარმომადგენელი - ვთხოვოთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ გაგვესაუბრონ - ჩვენ ვზრუნავთ თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე, რაშიც ძალიან დიდი წვლილი ელექტრონულ კომერციას მიუძღოდა

„ელექტრონული კომერციის ასოციაცია” ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრას ითხოვს. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” კომპანია „ონვეის“ დამფუძნებელმა, „ელექტრონული კომერციის ასოციაციის“ წარმომადგენელმა თამარ გოგოლაშვილმა განაცხადა, ელექტრონული გაყიდვები დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, თუმცა, საქართველოში ის აიკრძალა.

როგორც თამარ გოგოლაშვილი განმარტავს, მათ უკვე წარუდგინეს ეკონომიკის სამინისტროს მათი ბიზნეს-მოდელი, რომელიც მთავრობის მიერ 30 მარტს გამოცემული 181-ე დადგენილების ჩარჩოებში ჯდება.

„ჩვენ მივმართეთ თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს, რომ აეხსნა ეს მდგომარეობა. ასევე გავუგზავნეთ შემოსავლების სამსახურს და ეკონომიკის სამინისტროს ბიზნეს მოდელი, რომელიც გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდებოდა, 181 დადგენილების ჩარჩოებში. თუმცაღა მივიღეთ უარი და გვიხსნიან, რომ ეს უარი არის დადგენილების საფუძველზე. თუმცა, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის უბრალოდ სტრატეგიული გადაწყვეტილება და არგუმენტები კონკრეტული მოყვანილი არ იყო.

ჩვენი მიზანია, ვთხოვოთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ გაესაუბრონ ჩვენს წარმომადგენლებს და მოისმინონ ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე, გარდა ამისა, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე ქვეყანაში, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღოდა ელექტრონულ კომერციას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.

იმისათვის, რომ სახლში დარჩნენ ადამიანები და ფიზიკური და მორალური ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, სჭირდებათ პირველადი მოხმარების საგნები. ეს იმას უწყობს ხელს, რომ ისინი არ გავიდნენ სახლიდან, მათ მოემსახურონ დატრენინგებული კურიერები, საფოსტო კომპანიები, რომლებიც იცავენ უსაფრთხოების სტანდარტებს და პირდაპირ აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს. თუმცაღა მოცემულობა დღეს არის სხვა, ექომერსი აიკრძალა ჩვენდა გასაკვირად, მაშინ როცა ის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა დღეისათვის,“- განაცხადა თამარ გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, მომხმარებელი აუცილებლად დაიწყებს პირველადი მოხმარების საგნების ძებნას, მაგალითად „საბავშვო ეტლს“, პლედებს და ა.შ. გოგოლაშვილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, „დახლქვეშ გაყიდვები“ უკვე დაიწყო.

„ეს ყველაფერი დღეს გახდა საძებარი და ეს იწვევს იმას, რომ გაცილებით მეტი ადამიანი გამოვა სახლიდან ამ პროდუქტის საძებნელად და ისინი მოივლიან ძალიან ბევრ ადგილს იმისთვის, რომ ეს პროდუქტი მოძებნონ. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გვაქვს ბევრი შემთხვევა და ინფორმაცია, რომ უკვე დაიწყო დახლქვეშ გაყიდვები,“- აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება