ბელარუსმა კორონავირუსის გამოსავლენი რუსული ტესტების შესყიდვაზე უარი განაცხადა

ბელარუსი კორონავირუსის გამოსავლენი რუსული ტესტების შესყიდვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ მაკეიმ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები რუსული ტესტების შესყიდვაზე შეწყდა.

„ეს ტესტები არ გვჭირდება. ჩვენ თავად ვაწარმოებთ ტესტებს და კიდევ 50 000 ტესტი სხვა ქვეყნებიდან მივიღეთ“, - აღინიშნა მინისტრმა.

მაკეი კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკს კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარება.

„ჩვენც გვაინტერესებს გავიგოთ, რა დახმარებაზეა საუბარი“, - დასძინა მინისტრმა.

ცნობისთვის, ბელარუსში კორონავირუსის 1981 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანი ემსხვერპლა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს