გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობამ, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სადეზინფექციო ჯგუფების მიერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა ჰოსპიტალისა და აკადემიის გარე პერიმეტრი. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დეზინფექცია ჩაუტარდა სავალი გზის ნაწილსაც.

„საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. განხორციელებული საპრევენციო ღონისძიებები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა