გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში ეკლესიაში ყოფნისთვის მრევლი დააჯარიმეს

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში უკმაყოფილება გამოთქვეს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც, მოსკოვში, კვირას, მრევლის წევრები ეკლესიაში ყოფნისთვის, აკრძალვის ამოქმედებამადე ერთი დღით ადრე, დააჯარიმეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის საკითხებში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმერ ლეგოიდა წერს.

საპატრიარქოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, სერიოზულ კითხვებს გამოიწვევს.

მისი თქმით, მთავარი სანიტარული ექიმის მითითება ღვთისმსახურების მრევლის გარეშე ჩატარების შესახებ ძალაში მხოლოდ 13 აპრილიდან შედის.

შაბათს, რუსეთის საპატრიარქომ, ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის მოთხოვნით, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის სასულიერო პირებს ურჩია, 13-დან 19 აპრილამდე ღვთისმსახურებები მრევლის დაუსწრებლად ჩაატარონ. მსახურებებზე დასწრება სასულიერო პირებთან ერთად შეეძლებათ პირებს, რომელთა დასწრება აუცილებელია ღვთისმსახურებისა და საკულტო შენობების ფუნქციონირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც უნდა განახორციელოს საღვთისმსახური პირდაპირი ეთერის ტრანსლირება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის