კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინს ტოვებენ და თვითიზოლაციაში გადადიან

კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები სამეგრელოში კარანტინს ტოვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელოს განყოფილების ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ განუცხადა, აღნიშნულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი 23 პირი ამ დრომდე კარანტინში იყო, ახლა კი ყველა მათგანი თვითიზოლაციაში გადავა. მისივე თქმით, მათგან 3 პირს ვირუსზე ტესტირებაც ჩაუტარდა და მათი პასუხები უარყოფითია.

„გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამ პირს აღენიშნა სიმპტომები. ჩვენ მაშინვე ავუღეთ ნიმუშები და პასუხები, პირველ ჯერზე იყო უარყოფითი. რადგან საკარანტინო დრო მთავრდებოდა, ეს ხალხი უნდა გადაგვეყვანა თვითიზოლაციაში. იმაში დასარწმუნებლად, რომ პრობლემები არ იქნებოდა, პროტოკოლის შესაბამისად, განმეორებით გავაკეთეთ გამოკვლევები და ამ სამ ადამიანზე ბოლო ტესტზეც უარყოფითი პასუხი მოვიდა. გუშინ და დღეს კონსულტაცია იყო თბილისთან და 23-ვე პირი გადადის ორკვირიან თვითიზოლაციაში,“- განაცხადა ანზორ ქობალიამ.

შეგახსნენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა, 4 აპრილს გახდა ცნობილი. ამასთან, ცნობილია, რომ მას 27 მარტს კონტაქტები ჰქონდა სამეგრელოს რეგიონში.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინს ტოვებენ და თვითიზოლაციაში გადადიან

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა