ჯანმოს პრესსპიკერი - დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება - ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ

დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა, დევიდ ნაბარომ რადიო 4-თან საუბრის დროს განაცხადა. „ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ არ ვიცით ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით როდის გვექნება ვაქცინა“, - აღნიშნა ნაბარომ.

მისივე თქმით, ადამიანებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება.

„ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია, მოგვიწია მაგალითად მაშინ, როცა გავიგეთ რომ აივ ინფექცია სქესობრივი გზით გადადის. ამჯერადაც ამ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება“, - აღნიშნა ნაბარომ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა