მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში COVID19-ის ინფექციისგან 68-ე პაციენტი განიკურნა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა დღეს გამოჯანმრთლებული პაციენტი მათ კლინიკაში იყო მოთავსებული, რომელსაც განმეორებითმა ტესტმა ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

მისივე განმარტებით, ასევე დღეს საღამოსვე ტესტის პასუხს ელოდებიან 11 პაციენტთან მიმართებაში. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და დაინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ 266-ია.

„არ გვყავს ახალი, დადასტურებული ინფიცირებულები, ყოველ შემთხვევაში ვებ-გვერდზე არ დევს. მეც არ მაქვს ჯერჯერობით ინფორმაცია, თუმცა დღეს დილამდე 14 ახალი შემთხვევა იყო და შესაძლებელია, ეს პაციენტები ნაწილდებიან სხვადასხვა კლინიკებში, მაგრამ ამ 14-ის გარდა ახალი შემთხვევები ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენ დღეს დილიდან ჩავატარეთ ტესტირება. ერთ პაციენტთან მიმართებით განმეორებით პასუხი უაყოფითი მივიღეთ და დაგვემატა ერთი გამოჯანრთლებული პაციენტი. ჩვენთან ეს უკვე გამოჯანმრთლებულის 45-ე შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით კი 68 (გამოჯანმრთლებული)პაციენტი იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც თბილისის ინფექციურ კლინიკაში არიან მოთავსებულები, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დღის განმავლობაში არ შეცვლილა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია