დევნილთა სააგენტო 1 050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს დაეხმარება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 1 050 დევნილ ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს გადასცემს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამნისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, 1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარების მიზნით, სააგენტოს ბიუჯეტში 100 000 ლარამდე გამოიყო.

„ამ ეტაპზე, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, დახმარებას მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები მიიღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა. ნობათისა და ჰიგიენური საშუალებების დარიგება, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით დღეიდან დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა